მე, ბებია, ილიკო და ილარიონი

გამოშვების წელი: 1962
აღწერა
ფილმი გადაღებულია ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით. ობოლი სოფლელი ბიჭი ზურიკელა ოლღა ბებიის და მეზობლების, ილიკოსა და ილარიონის გარემოცვაში იზრდება. ილიკო და ილარიონი იუმორით სავსე ადამიანები არიან, ერთმანეთთან საოცრად თბილი ურთიერთობა აქვთ და ამავე დროს სულ კამათობენ. ზურიკელას უყვარდება თანაკლასელი გოგონა მერი, წერს პირველ ლექსს, აბარებს მისაღებ გამოცდებს. იგი უმაღლესის დამთავრების შემდეგ კვლავ სოფელს უბრუნდება და მზადაა, სიკეთის მარცვალი ჩააგდოს ცხოვრების საკუთარ ხნულში.

Leave a Reply